20 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების უფლებების დასაცავად "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო" ომბუდსმენს მიმართავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ახალი კვირის" წამყვანი ასახელებს კონკრეტულ ორგანიზაციებსა და რესპონდენტებს, რომლებიც, მისი თქმით, არხის მენეჯმენტმა ე.წ. შავ სიაში ჩასვა. იმედა დარსალიამ გადაცემის ორ ჟურნალისტთან ერთად, გადაცემის დახურვის მოტივად, ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე ვადა დაასახელა.

ბრიფინგი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ოფისში ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტების სახელით, სახალხო დამცველს მიმართავს.

4 წლის განმავლობაში ვიყავით ეთერში და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შიგნით ვცდილობდით მოგვეგვარებინა სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობები. მუდმივად გვიწევდა ომი ამ ყველაფრის ირგვლივ. საბოლოო ჯამში, როგორც ხდება ხოლმე მენეჯმენტი დაიღალა ჩვენთან ომში და გვითხრეს რომ გადაცემამ არსებულ ფორმატში თავი ამოწურა, ეს მაშინ როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ამაყობდა "ახალი კვირით," - განაცხადა ჟურნალისტმა იმედა დარსალიამ.

საპასუხო კომენტარი საზოგადოებრივ მაუწყებელში არ გაკეთებულა.

დღის ამბები