03 მაისი 2024,   03:34
ვრცლად
"არასერიოზული განცხადება იყო, ქართულად რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს, წაიღადავა" - რომან გოცირიძე დანილოვის განცხადებაზე

ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველოს ჩათრევას სამხედრო კონფლიქტში - ამის შესახებ სამთავრობო გუნდში კიდევ ერთხელ აღნიშნეს და უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება "ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირეს.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, დანილოვის მოწოდება მეორე ფრონტსა და ტერიტორიების დაბრუნებაზე ემთხვევა ოპოზიციური პარტიების უკრაინაში ვიზიტს.

თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" ომში ჩართვის მოსაზრებას არ ეთანხმებიან და დანილოვის განცხადებას სერიოზულ შეცდომას უწოდებენ.

"მე ვიტყოდი, არასერიოზული განცხადება იყო, ქართულად რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს, წაიღადავა როგორც იტყვიან, თორემ ახლა იაპონიას კურილიას კუნძულების სამხედრო შეჭრით აღებას არ მოუწოდებდა. ეს გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, რომ რაღაცნაირად ოპოზიციისთვის დაეკავშირებინა და ეს არის პოლიტიკური უნამუსობა, როდესაც ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში, რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყნის ჩინოვნიკისათვის ერთი წამოცდენა ვერ უპატიებიათ იმის გამო, რომ ქვეყნის შიგნით, შესაძლოა, პოლიტიკურად გამოადგეთ,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

 
დღის ამბები