29 აგვისტო 2026,   03:58
ვრცლად
"ქალაქში უამრავი ნაღმი და აუფეთქებელი ჭურვია" - ირპენის მერი მოსახლეობას სთხოვს, ქალაქში დაბრუნებისგან თავი შეიკავონ

ირპენის მერი მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს, რომ ქალაქში დაბრუნება ჯერ კიდევ სახიფათოა. მისივე განცხადებით, ქუჩებში უამრავი ნაღმი და აუფეთქებელი ჭურვია. 

"ქალაქი ჯერ კიდევ იბომბება მტრისგან. ქალაქში უამრავი ნაღმი და აუფეთქებელი ჭურვია. ყველას ალიან გთხოვთ, დარჩით იქ, სადაც ახლა ხართ,"- მიმართა მერმა ირპენის მცხოვრებლებს. 
 
შეგახსენებთ, ქალაქ ირპენის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა
 
დღის ამბები