02 მაისი 2024,   13:59
ვრცლად
"ჩვენი ირპენი ოკუპანტებისგან თავისუფალია! დიდება უკრაინას!" - ირპენის მერი

კიევთან მდებარე ქალაქ ირპენი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩვენი ირპენი მოსკოვური ბოროტებისგან გათავისუფლებულია! დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! სამუდამო ხსოვნა გარდაცვლილ გმირებს!" - განაცხადა ქალაქის მერმა ალექსანდრ მარკუშინმა.

მერის განცხადებით, ირპენის "გაწმენდა" გრძელდება და ქალაქში დაბრუნება ჯერჯერობით საფრთხის შემცველია.

დღის ამბები