30 აგვისტო 2026,   13:29
ვრცლად
მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების მცდელობისთვის ზუგდიდში დაკავებულ ორ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ

მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების მცდელობისთვის ზუგდიდში დაკავებულ ორ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. დაკავებულები უკვე მოინახულეს უფლებადამცველებმა.

ერთ-ერთი მათგანი, ფოთში წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

"შევხვდი ჩემს კლიენტს, ის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება  და აქ საქმის მასალები არ არის და ვერც გავეცნობოდი, რამეთუ ბრალი არ არის წარდგენილი. რაც შეეხება ჩემი კლიენტის პოზიციას, უარყოფს კატეგორიულად ამ საქმეში მონაწილეობას," - ამბობს ადვოკატი ჯიტა გულუა.

მუხლი, რის მიხედვითაც გამოძიება მიმდინარეობს 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები