30 აგვისტო 2026,   13:26
ვრცლად
რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში 53 ისტორიული და რელიგიური ობიექტი მნიშვნელოვნად დაზიანდა - იუნესკო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაახლოებით 53 ისტორიული და რელიგიური ობიექტია დაზიანებული - "იუნესკოს" მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, მათ შორის არის 29 რელიგიური ობიექტი, 16 ისტორიული შენობა, 4 მუზეუმი და 4 ძეგლი.

ყველაზე მეტად დაზიანდა ხარკოვი: 18 ობიექტი, მათ შორის ხარკოვის ოპერისა და ბალეტის ნაციონალური აკადემიური თეატრი, ხარკოვის სამხატვრო მუზეუმი და ჰოლოკოსტის მემორიალი.

დღის ამბები