პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობა გახსნა. დაკავებულია 27 წლის ქალი. რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, მეგობარ მამაკაცს ყელი გამოჭრა და მიიმალა. მოტივად კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკება სახელდება.
დანაშაული მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მოხდა. 43 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
"კაცი წამოვიდა კარუსელების მხრიდან დაჭრილი. კისერში ჰქონია დანა გამოსმული. ვერ ლაპარაკობდა, როგორც ჩანს არტერია ჰქონდა გადაჭრილი და სანამ იქამდე მივიდა დაიცალა სისხლისგან," - აცხადებენ თვითმხილველები. მათი თქმით, ქალი თერჯოლაში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.