ჟურნალისტების მიმართ 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების ვერდიქტი მოსამართლემ დღეს უნდა გამოაცხადოს. საუბარია ტელეკომპანიების - "რუსთავი 2-ის", "ფორმულას", "მთავარი არხის", "იმედის", "რადიო თავისუფლების" და "ტაბულას" ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობაზე.
ამ კონკრეტულ ეპიზოდს 27 ბრალდებული და 53-ი დაზარალებული ყავს. წინა სხდომაზე, რომელიც 31 მარტს შედგა მხარეები დასკვნითი სიტყვით წარადგენენ. მედიის წარმომადგენლების ადვოკატი მოსამართლისგან გამამტყუნებელ განაჩენს ელის.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.