04 მაისი 2024,   10:23
ვრცლად
სამწუხაროა, როცა სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებულია - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

"სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მისი პოლიტიკურად ანგაჟირებულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, როცა მთელ კამპანიას ორკესტრირებდა თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასთან და წამებასთან დაკავშირებით. მისი პოლიტიკური ანგაჟირების მიუხედავად, სახალხო დამცველის დასკვნას ყურადღებით გავეცნობით და ობიექტურად შევაფასებთ," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა.

დღის ამბები