04 მაისი 2024,   00:25
ვრცლად
უკრაინაში რაღაცები შეეშალათ, მახსოვს სააკაშვილი განუბაჟებელ ტვირთად როგორ გამოაგზავნეს, ამგვარი კონტრაბანდა ყველამ ვიხილეთ - ცაგარეიშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

მმართველ გუნდში სიყალბეს და სიცრუეს უწოდებენ გავრცელებულ ცნობას, იმის შესახებ რომ რუსეთმა კონტრაბანდული სანქცირებული პროდუქციისთვის, მათ შორის სამხედრო საქონლისთვის შესაძლოა  საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს. "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი, ამბობს რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ ბინძური პროვოკაციაა.

"ეს არის თავიდან ბოლომდე "ფეიკი", სიყალბე, სიცრუე, ეტყობა ჩვენს კოლეგებს უკრაინაში რაღაცები შეეშალათ. კონკრეტულად, მე მახსოვს, ბატონი სააკაშვილი განუბაჟებელ ტვირთად როგორ გამოაგზავნეს საქართველოში, ამგვარი კონტრაბანდა ჩვენ ყველამ ვიხილეთ რამდენიმე თვის უკან, რაც შეეხება ამ ბინძურ პროვოკაციას და ყველაზე ბინძურს  რაც აქამდე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილა, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ძალიან მძიმე მოსასმენია, აბრალებდე შენს მეგობარ ქვეყანას იმას, რაც ზოგადად საერთოდ ბუნებაში არ არსებობს," - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები