03 მაისი 2024,   22:15
ვრცლად
გამაკრიტიკეს, როდესაც პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე, ამ საქმეზე ომის დანაშაულების სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსების მიერ ბუჩაში ჩადენილ სასტიკ ქმედებებს ომის დანაშაული უწოდა, თუმცა, მისი თქმით, ეს არა რის გენოციდი. CNN-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს. 

"შესაძლოა გახსოვთ, მე გამაკრიტიკეს, როდესაც პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე, თუმცა თქვენ ნახეთ, რა მოხდა ბუჩაში. ის [პუტინი] ომის დამნაშავეამ, მაგრამ ჩვენ უნდა შევკრიბოთ ინფორმაცია. გავაგრძელებთ უკრაინის მომარაგებას ბრძოლისთვის საჭირო იარაღით და ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა დეტალი, რათა ამ საქმეზე ომის დანაშაულების სასამართლო პროცესი გაიმართოს," - განაცხადა ბაიდენმა. 

დღის ამბები