04 მაისი 2024,   02:42
ვრცლად
სრული ლოკდაუნი ქალაქში, კოვიდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის გამო - შანხაიში 26 მილიონ ადამიანს ტესტირება ჩაუტარეს

შანხაიში სრული ლოკდაუნი შენარჩუნდება, ვიდრე მისი 26 მილიონი მოსახლის კორონავირუსის ტესტის პასუხი არ იქნება ცნობილი, "როიტერსის" ინფორმაციით, ამის შესახებ ქალაქის ხელმძღვანელები აცხადებენ.

შეზღუდვებმა ჩინეთის ფინანსურ ჰაბში ბიზნეს ოპერაციები მნიშვნელოვნად შეაფერხა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დასრულდება ლოკდაუნი. 

შანხაიში ხელისუფლებამ ჯარი და ათასობით მედპერსონალი გაგზავნა, რათა დღეს 26 მილიონი მოქალაქისთვის ტესტი გაეკეთებინათ. მოსახლეობის ნაწილი იძულებული იყო, ტესტირებაზე გათენებამდე მისულიყო. 

 როგორც CNN წერს, შანხაიში გუშინ, კვირას კოვიდის რეკორდულად მაღალი - 9 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღის ამბები