06 სექტემბერი 2026,   00:14
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის საქმეზე ციხის ბადრაგს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

4 000-ლარიანი გირაო ციხის ბადრაგს - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ ინსპექტორს სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიება განუსაზღვრა.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულის შეთავაზება გაითვალისწინა. გიორგი გიუაშვილი პროცესზე ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა - ის საკუთარ თავს თავად იცავდა. მისი თქმით, ინცინდენტის დროს ფიზიკური შეხება არ მომხდარა და ამას მოწმეების ადასტურებენ.

გიუაშვილს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები