04 მაისი 2024,   02:38
ვრცლად
ევროკავშირის ლიდერების მხარდაჭერა ამ მომენტში გადამწყვეტია - ზელენსკიმ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლობას, ბუჩაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლობას, ბუჩაში ვიზიტის გამო მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით კი, ურსულა ფონ დელ რაინეს სანქციების მე-5 პაკეტისთვის. თუმცა ზელენსკიმ მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ძლიერი სანქციების დაწესება განაგრძონ რუსეთისთვის: 

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბუჩაში ამ განსაკუთრებული ვიზიტისთვის. ეს ძლიერი სიგნალია იმისა, რომ უკრაინა და ევროკავშირი ერთად დგანან სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ადამიანების სიცოცხლე ღირებულებაა, თითოეული უკრაინელისთვის მნიშვნელოვანია ამდენი სტუმარი აქ. ჩვენი ადგილი ევროკავშირშია. ურსულა, მინდა თქვენ პირადად მადლობა გადაგიხადოთ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, ასევე მსურს მადლობა გადაგიხადოთ ფინანსური მხარდაჭერისთვის. ევროკავშირის ლიდერების მხარდაჭერა ამ მომენტში გადამწყვეტია. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ შეიარაღებაზე და ამ კუთხით ფინანსურ მხარდაჭერაზე. როგორც ლიბერალური და მშვიდობიანი ქვეყნის პრეზიდენტს არ მომწონს საუბარი შეიარაღებაზე, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, სიცოცხლე, ტერიტორიული მთლიანობა და რაც მთავარია ჩვენი ხალხი. მსურს მადლობა გადავუხადო მსოფლიოს ქვეყნებსა და ევროკავშირს, ძლიერი სანქციებისთვის. ასევე, პირადად ურსულა ფონ დელ რაიენს სანქციების მე-5 პაკეტისთვის. თუმცა, ვფიქრობ ეს საკმარისი არ არის, რადგან მათ ბევრი რამ წაგვართვეს - ტერიტორიები, ადამიანების სიცოცხლე. ტერიტორიებს უკან დავიბრუნებთ, მაგრამ სამწუხაროდ ამ ხალხს ვერ გავაცოცხლებთ. ამიტომ გთხოვთ, განაგრძეთ ძლიერი სანქციების დაწესება,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები