20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ტაფები, ქვაბები, ოქროს სამკაული, ჯვრები, ტექნიკა და ისევ ჩანგლები - გაძარცვული გვამები და სახლები, ასე გამოიყურება ოკუპანტი მოროდიორების ხელწერა ამჯერად უკრაინაში

რუსი ოკუპანტები მოროდიორობას აგრძელებენ - აგრესორი ქვეყნის სამხედროები ძარცვავენ ყველაფერს. ოკუპანტები ხელწერას არ ცვლიან, ჯერ კლავენ ადამიანებს, შემდეგ კი მათ სახლებს ძარცვავენ.

უკრაინულ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაღუპულ რუს სამხედროებს მოპარული ძვირფასი სამკაულები აღმოუჩინეს, ოქროს ნაკეთობები - საყურეები, ყელსაბამები, ჯვარი, ფული, ასევე მობილური ტელეფონები და სხვა ნივთები.

რუსულ მოროდიორობას კარგად ასახავს, უკრაინაში თითოეულ ბინაში გადაღებული კადრებიც, სადაც ყველა სახლში ყველაფერი ძირს ყრია, ადვილად შესამჩნევია, რომ იქ ვიღაც რაღაცას ეძებდა, რუსმა სამხედროებმა ბინებიდან ნახატები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ქვაბები, ტაფები და ხალიჩებიც კი გაიტანეს. ოკუპანტებმა გაქურდეს მაღაზიებიც გაძარცვეს ავტომობილები და ადგილზე დატოვეს რუსული სიმბოლოები.

უკრაინაში მოპარული ნივთების უმრავლესობა უკვე ატვირთულია ონლაინმაღაზიების ვებსაიტებზე. რუსულ ერთ-ერთ პლატფორმაზე უკრაინის ოლიმპიური ნაკრების ფორმაც იყიდება, განმარტებაში კი ვკითხულობთ, რომ ის ქალაქ ბროვარიდან არის წამოღებული. ფაქტზე უკრაინის საფეხბურთო ასოციაცია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ოკუპანტები სამარცხვინოებად მოიხსენია.

რუსი სამხედროების მოროდიორობას აპროტესტებენ ყველგან რუსეთის გარდა.

"ნადავლი ოკუპანტებისთვის" - ამ სახელწოდებით, საპროტესტო აქცია გაიმართა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ასობით ადამიანი ლონდონში რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბა. დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან მოქალაქეებმა ტაფები, სარეცხი მანქანები და სხვადასხვა საოჯახო ნივთი მიიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ის ნივთებია, რის გამოც რუსები უკრაინაში იბრძვიან. 

დღის ამბები