უკრაინაში ჰუმანიტარული მისიით მყოფი ექიმები საქართველოში დაბრუნდნენ - "ლელოს" ქართველ ექიმთა დელეგაცია სამშობლოში რამდენიმე საათის წინ პოლონეთიდან ვარშავის რეისით ჩამოფრინდა. მათ უკრაინას მიაწოდეს მედიკამენტები და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა. ასევე ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ჩაუტარეს როგოც მშვიდობიან მოსახლეობას, ისე ჯარისკაცებს.
"წინასწარ გავარკვიეთ რა სჭირდებოდა ამ ქალაქს, რომელი მედიკამენტები, რა აპარატურა და ამაში „ლელო - საქართველოსთვის“ პარტიის მხარდაჭერა იყო სრული," – აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" წევრი ვახტანგ სურგულაძე.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ უკრაინელებისთვის თუნდაც მორალური მხარდაჭერა უკვე დახმარებაა და მათი დახმარება ამ კუთხით მომავალშიც გაგრძელდება.
"მთელი უკრაინის მოქალაქეობა ჩამდგარი არის საბრძოლველად ოკუპანტების წინააღმდეგ და თუნდაც მორალურადაც ჩვენი ჩასვლა მათთვის უკვე დახმარებაა მიუხედავად იმისა, რომ ალბათ სერიოზული დახმარება შევძელით და მომავალშიც უფრო მეტი იქნება," - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.