20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
მე ვასახელებ კაველაძეს და ჭელიძეს, ისინი კამერებმა დააფიქსირეს - ნიკო კვარაცხელიას დედა დღეს პროცესს პირველად დაესწრება

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დღეს სავარაუდოდ განაჩენი გამოცხადდება. პროცესი რეპლიკების ეტაპზეა.

დასკვნითი სიტყვების შემდეგ მხარეებს პოზიციების დაფიქსირება შეუძლიათ, რის მერეც მოსამართლე ან სათათბიროდ გავა, ან განაჩენს პირდაპირ გამოაცხადებს.

პროცესს პირველად ესწრება ნიკო კვარაცხელიას დედაც, რომელიც დამნაშავეთა წრის გაზრდას და დამკვეთების დასჯასაც მოითხოვს.

"ველოდები, გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მიუსჯიან მათ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის! მე ვასახელებ კაველაძეს და ჭელიძეს ისინი კამერებმა დააფიქსირეს, ორივე არის მკვლელი. მათ ერთობლივად აქვთ დაგეგმილი მკვლელობა და მათ ჰყავთ დამკვეთები. მოკლეს მომავლის ახალგაზრდა, მოუკლეს ქვეყანას ახალგაზრდა, რომელსაც არაერთი სენსაციური პროექტი ჰქონდა,"- აცხადებს კვარაცხელიას დედა.

დღის ამბები