20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
სპორტ-კომპლექს "არენა 1-ში" საციგურაო სივრცე იხსნება - თბილისში ყველაზე დიდი ყინულის მოედნის პროექტი დასკვნით ფაზაში გადავიდა

თბილისში ყინულის მოედნის პროექტი დასკვნით ფაზაში გადავიდა. სპორტ-კომპლექს "არენა ერთში", ყინულის მოედნის მშენებლობა 3 კვირაში დასრულდება.

ეს იქნება დედაქალაქში ყველაზე დიდი ყინულის საციგურაო სივრცე, რომლის ფართობიც 1100 კვ. მეტრია. თბილისში ვარჯიშის შესაძლებლობა საქართველოს ჰოკეის ეროვნულ ნაკრებს პირველად მიეცემა. ყინულის ახალი მოედანი გათვლილია, როგორც პროფესიონალ ასევე მოყვარულ სპორტსმენებზე.

დღის ამბები