27 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
მარიუპოლში რთული და ტრაგიკული სიტუაციაა, სამხედროებს არ სურთ დანებება - ზელენსკის თქმით, რუსეთი ქალაქიდან დაჭრილების გაყვანის საშუალებას არ აძლევთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედროები რუსეთს არ ჩაბარდებიან.

"ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან გაუშვან ყველა სამხედრო, თუ ისინი ჩაბარდებიან. მაგრამ ისინი დანებებას არ აპირებენ. მათ არ სურთ ამის გაკეთება და ამიტომ არის რთული და ტრაგიკული სიტუაცია, რადგან სამხედროებს არ სურთ დანებება. რასაც რუსები გააკეთებენ არის ის, რომ დახვრეტენ მათ, ამიტომ ახლა რუსეთს არავინ ენდობა.

ჩვენ გვინდოდა დაჭრილების წაყვანა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს ჰუმანიტარული მისიაა: დაგვიბრუნეთ დაჭრილები. ისიც კი დავგეგმეთ, რომ თურქეთი შუამავალი ყოფილიყო და დაჭრილები, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები მიგვეღო. ისინი არ უშვებენ მათ, რადგან გვესმის, რომ რუსეთს მხოლოდ მათი დახვრეტა სურს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები