03 მაისი 2024,   11:30
ვრცლად
"აზოვსტალის" ქარხანა დაიბომბა და თითქმის მთლიანად განადგურდა - "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე

"აზოვსტალის" ქარხანა დაიბომბა და თითქმის მთლიანად განადგურდა, - ასეთ ინფორმაციას "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ავრცელებს.

"სუპერ მძლავრი ბომბები ჩამოყარეს ქარხანაზე და ძალიან ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა", - განაცხადა პალამარმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ კომენტარში.

"ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს გადაარჩინოს მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები," - განაცხადა პალამარმა.

18 აპრილს  აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ მიმართა მსოფლიო ლიდერებს სასწრაფოდ მოაწყონ "მწვანე დერეფანი" მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის, დაჭრილებისა და დაღუპულთა ცხედრების ევაკუაციისთვის.

დღის ამბები