19 მაისი 2024,   10:46
ვრცლად
ახალი რაკეტა "სარმატის" გამოცდით, რომელსაც დასავლეთმა "სატანა 2" უწოდა, პუტინი კმაყოფილია

ახალი რაკეტა "სარმატი", რომელსაც დასავლეთმა "სატანა 2" უწოდა, რუსეთმა გუშინ გამოსცადა. მეხუთე თაობის იარაღი მოსკოვმა პლესეცკის კოსმოდრომიდან გაუშვა.

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის მთავარ უპირატესობად მისი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიერ მისი განადგურების სირთულე სახელდება. პოლიგონი, საიდანაც ახალი რაკეტა გაუშვეს კიევიდან დაახლოებით 2 ათას კილომეტრში მდებარეობს, თუმცა მას 18 ათასი კილომეტრის დაფარვა შეუძლია. "სარმატის" გამოცდით პუტინი კმაყოფილია.

"გილოცავთ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის "სარმატის" წარმატებულ საცდელ გაშვებას. ეს არის დიდი, მნიშვნელოვანი მოვლენა რუსული არმიისთვის იარაღის სისტემების განვითარებაში. ახალ სისტემას აქვს უმაღლესი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები და შეუძლია ყველა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველა შესაძლებლობის დაძლევა.

მას არ აქვს მსოფლიოში ანალოგი და არც დიდი ხნის განმავლობაში ექნება. ეს მართლაც უნიკალური იარაღი გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს, საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენ ქვეყანას დაემუქროს," - ამბობს პუტინი.

დღის ამბები