27 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანია წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს ეტაპობრივად შეწყვეტს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანია წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს ეტაპობრივად შეწყვეტს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"გერმანია რუსული ენერგორესურსების იმპორტს მთლიანად შეწყვეტს. ნავთობის იმპორტი ზაფხულისთვის განახევრდება და წლის ბოლომდე მთლიანად შეჩერდება," - განაცხადა ბაერბოკმა.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ გერმანიას სურს რუსული ენერგეტიკის იმპორტისგან სრულ დამოუკიდებლობას ეტაპობრივად მიაღწიოს.

როგორც CNN იუწყება, ამ თვის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მას სჯერა, გერმანია შეძლებს ამ წლის ბოლოს იმპორტი შეწყვიტოს, მაგრამ დასძინა, რომ ქვეყანას რუსული ბუნებრივი აირის იმპორტისგან თავის დასაღწევად მეტი დრო დასჭირდება.

დღის ამბები