01 ივლისი 2024,   22:42
ვრცლად
შემოსავლების სამსახურის უფროსსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრა გაიმართა - მხარეებმა არსებული გამოწვევები განიხილეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნული შეხვედრა თურქეთის მხარეს არსებულ ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატვირთო ავტომობილების რიგების მიზეზების გამოვლენისა და აღმოფხვრის გზების განხილვას.

ამასთან, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საზღვრებს შორის, გადაადგილებული ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერებას.

აღსანიშანვია, რომ ბოლო 2 წლის მონაცემებით, საქართველოსა და თურქეთს შორის ტვირთბრუნვამ 11 მილიარდ ლარს გადააჭარბა და გლობალური პანდემიის მიუხედავათ შენარჩუნებული იქნა, როგორც დადებითი დინამიკა, ასევე საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება.

დღის ამბები