03 ივლისი 2024,   19:20
ვრცლად
"კეზერას" ენმ-ზე დამატებითი თანხების გადახდა არ სურს, ენმ-ს კი ფული სჭირდება. შესაბამისად, ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა სიაში რამდენიმე ადგილის გაყიდვაა - ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება ინფორმაციას, რომლის მიხედვით „ნაცმოძრაობის“ სიაში მოხვედრა მილიონიდან იწყება.

ანჯაფარიძის თქმით, დავით კეზერაშვილს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დამატებითი თანხების გადახდა არ სურს შესაბამისად, ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა სიაში რამდენიმე ადგილის გაყიდვაა.

"პასუხი კითხვაზე - არის თუ არა რეალური ინფორმაცია, ნაცმოძრაობის მიერ სიაში ადგილების გაყიდვაზე? დიდი ალბათობით არის უფრო "კი" ვიდრე "არა." რატომ?
პირველი - სიაში ადგილების გაყიდვის პრაქტიკა ენმ-თვის უცხო არ არის, და საქმეში ჩახედულებმა იციან როგორც მოხვდნენ მის სიაში ზოგიერთები 2020 წლის არჩევნებზე და უფრო ადრეც

მეორე - სავარაუდოდ, კეზერაშვილის როგორც ბიზნესმენის და ენმ, როგორც პარტიის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. "კეზერას" ენმ-ზე დამატებითი თანხების გადახდა არ სურს, ენმ-ს კი ფული სჭირდება, თანაც ბევრი ფული. შესაბამისად, ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა სიაში რამდენიმე ადგილის გაყიდვაა. თუმცა, იმ ბიზნესმენებს რაში უნდა უღირდეთ, ჩასაძირად განწირულ და ფსკერ გახვრეტილ პარტიაში მილიონების ჩასხმა? ესაა კითხვა .....“, - წერს ანჯაფარიძე.

დღის ამბები