02 ივლისი 2024,   20:09
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის გამოსახატად, თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში განათდა, რაც ასევე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმის ფერებს წარმოადგენს. ამით დედაქალაქი, ისევე, როგორც მთელი საქართველო, მხარდაჭერას გამოხატავს ეროვნული ნაკრების მიმართ.

"გამარჯვებას ვუსურვებთ ეროვნულ ნაკრებსა და საქართველოს", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველო-ესპანეთის მატჩამდე წუთები რჩება. მატჩის გამარჯვებული გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს.

 

 

დღის ამბები