04 ივლისი 2024,   00:04
ვრცლად
არასწორი მიმართულებით მიმავალმა ავტომობილის მძღოლმა, 9 პირის სიცოცხლე იმსხვერპლა - ავტოსაგზაო შემთხვევა სეულში

სამხრეთ კორეაში, სეულში, ავტომობილი ტროტუარზე შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ჰოსპიტალიზებულია სულ მცირე 4 პირი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი ავტომობილით მოქალაქეებს მაშინ შეეჯახა, როდესაც ისინი ავტობუსის გაჩერებაზე იდგნენ.

პოლიციის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია, ისინი არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ავტომობილი არასწორი მიმართულებით გადაადგილდებოდა და სანამ ქვეითებს დაეჯახებოდა, ორ ავტომობილს შეეჯახა და შემდეგ ავარდა ტროტუარზე.

დღის ამბები