20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ბავშვებში გრიპის შემთხვევებმა იმატა - სპეციალისტები ვირუსის გამომწვევ რამდენიმე მიზეზს ასახელებენ

საქართველოში გრიპის შემთხვევებმა იმატა. როგორც წესი, აპრილში გრიპი არ არის აქტიურ ცირკულაციაში, თუმცა ეს ტენდენცია წელს შეცვლილია. განსაკუთრებით მომატებულია სეზონური ვირუსის გავრცელების შემთხვევები ორ წლამდე ბავშვებში. მედიკოსები ამას ბაღების გახსნას და პანდემიის შედეგად რესოციალიზაციას უკავშირებენ.

წინა პერიოდთან შედარებით შეიძლება ითქვას, რომ კლინიკებზე დატვირთვა მომატებულია. ხელის ხშირი ბანვა, ჰიგიენის დაცვა და ექიმთან დროული კონსულტაცია, ეს არის ის ძირითადი რჩევები რასაც მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ.

სპეციალისტები ვირუსის გამომწვევ რამდენიმე მიზეზს უსვავენ ხაზს:

"რაღაც ახალ განსაკუთრებულ შემთხვევასთან, რა თქმა უნდა, საქმე არ გვაქვს. ეს არის იგივე რესპირაციულ- ინფექციური ვირუსები რაც იყო 2 წლის წინ. ბაღების და სკოლების გახსნამ გამოიწვია ამ ბაქტერიული ინფექციების გავრცელება,"- აცხადებს პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე.

დღის ამბები