დღეს წითელი პარასკევია - სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.
გარდამოხსნა საკურთხევლიდან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა. შესრულდა საგალობლები, მათ შორის დატირება.