27 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
ადრე რუსები ოცნებობდნენ და ამბობდნენ - "ნახო პარიზი და მოკვდე", ხლა მათი ოცნებაა - "მოიპარო უნიტაზი და მოკვდე" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგი ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკი აცხადებს, რომ რუს ოკუპანტებს სურთ უკრაინის სამხრეთზე კონტროლის დამყარება და ამ გზით მოლდოვის საზღვართან მისვლა, საბაბად კი, ამ ადგილებში რუსულენოვანთა უფლებების დარღვევას ასახელებენ.

ზელენსკის თქმით, რეალურად რუსულენოვანთა უფლებები თავად რუსეთში ირღვევა.

"რუს სამხედროებზე მითითებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ამოცანა ახლა, თითქოს უკრაინის სამხრეთზე კონტროლის დამყარება და მოლდოვის საზღვართან მისვლაა. თითქოს იქ, მოლდოვაში, რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა.

სიმართლე გითხრათ, ტერიტორია, სადაც რუსეთმა რუსულენოვანთა უფლებებზე უნდა იზრუნოს, თავად რუსეთია, სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, არ არის არჩევანის თავისუფლება, უბრალოდ არ არის განსხვავებული აზრის უფლება, სადაც სიღარიბე ყვავის და, სადაც, ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს. იმდენად, რომ ჩვენთან მოდიან, ომში მიდიან, რომ მოიპარონ რაღაცა, რაც ნორმალურ ცხოვრებას წააგავს. ადრე უდიდეს ოცნებაზე ამბობდნენ: "ნახო პარიზი და მოკვდე!" - მათი ქმედებები შოკისმომგვრელია. მათი ოცნება ახლა არის: "მოიპარო უნიტაზი და მოკვდე!"

რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ დასაწყისი იყო, მერე სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს დავიცავთ მანამ, სანამ საჭირო იქნება რუსეთის ფედერაციის ამ ამბიციის დასამსხვრევად, მაგრამ ყველა ერმა, რომელსაც ჩვენ მსგავსად, სიცოცხლით სიკვდილზე გამარჯვების სჯერა, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს. ისინი უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები ვართ და ვინ არის შემდეგი?  - თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, იმიტომ რომ ყველაფერს დაკარგავენ," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები