04 მაისი 2024,   20:59
ვრცლად
გვაქვს მონაცემები, რომ ამაღამ ოკუპანტებმა შესაძლოა თავდასხმა განახორციელონ - ვიტალი კიმი მიკოლაევის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

მიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ქალაქში კომენდანტის საათი კი საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება. მიზეზად რუსების მხრიდან შესაძლო თავდასხმა სახელდება.

"ღამე კვლავ სროლები იყო, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. კომენდანტის საათი საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე გაგრძელდება. გვაქვს მონაცემები, რომ ამაღამ ოკუპანტებმა შესაძლოა თავდასხმა განახორციელონ, ამიტომ ყველას გთხოვთ გარეთ არ გამოხვიდეთ. დღეს და ხვალ დარჩით სახლში რამდენადაც ეს შესაძლებელია, რადგან გარეთ გასვლა სახიფათოა, ჩვენთან ომი მიმდინარეობს,"- აცხადებს მიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი. 

დღის ამბები