04 მაისი 2024,   09:41
ვრცლად
"გააკეთეთ ისე, რომ "აზოვსტალში" ბუზიც არ შეფრინდეს" - ეს პუტინის დავალებაა, რის გამოც ბავშვებს ქარხანის თავშესაფრიდან მზის სინათლეც კი ენატრებათ

გააკეთეთ ისე, რომ "აზოვსტალში" ბუზიც კი არ შეფრინდეს-ეს სიტყვები ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. რუსეთი მარიუპოლს არ ეშვება, ერთადერთი ადგილი, რომელსაც რუსული არმია თვეზე მეტია, ვერაფერს უპირისპირებს, მარიუპოლში "აზვოსტალის" ფოლადის ქარხანაა. 11 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული სივრცე ათასობით ადამიანის თავშესაფრად იქცა. 1 თვეზე მეტია "აზოვსტალის" მიწის ქვეშ თავშესაფარში ბავშვები, მოხუცები და ქალები იმყოფებიან, მათ მზის სინათლეც კი ენატრებათ. სისხლის ბოლო წვეთამდე და ბოლო ტყვიამდე კი მათი დაცვა აზოვის ბატალიონმა აიღო.მათვე შეუერთდა უკრაინის არმიის 36-ე ქვეითთა ბრიგადაც.

ოკუპანტებმა "აზოვსტალის" სრული ბლოკადა გადაწყვიტეს, დრო კი მარიუპოლელი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. მათი საკვებისა და ტყვია წამლის მარაგი ამოწურვადია. პატარა ბავშვები საკუთარ სურვილებს უკრაინელ სამხედროებს უმხელენ, ახლა მათი ერთადერთი ოცნება გადარჩენა და სახლში დაბრუნებაა. ბავშვები უკვე ორი თვეა "აზოვსტალის" ქარხანაში ცხოვრობს. 

ბავშვებმა  არ იციან კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ასე ცხოვრება, მაგრამ უკვე იციან ის, რომ ისეთი მარიუპოლი როგორიც ახლა მათ მეხსიერებაშია აღარ არსებობს და ქალაქს, სადაც დაიბადნენ და სადაც მთელი ცხოვრება გაატარეს ალბათ ვეღარ იცნობენ. მარიუპოლელების ის ნაწილი, რომელმაც ქალაქის დატოვება ვერ მოახერხა და "აზოვსტალის" ქარხანაში იმალება ყოველდღიური დაბომბვის ქვეშ ცხოვრობს.

დღემდე მოაღწიეს და ახლა საკვებიც უთავდებათ და სამედიცინო დახმარებაც არაერთ მათგანს სჭირდება.  რუსული იარაღის მთავარი სამიზნე ახლა მარიუპოლია. ზღვისპირა ქალაქის აღება აგრესორის ამ დრომდე შეუსრულებელი ამოცანაა. "აზოვსტალი" მყარად დგას, ქარხანაში მყოფი სამხედროები ამაგრებენ ქალაქს და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვიან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის 59-ე დღეა. ოსკოვმა მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრის განადგურების ბრძანა გასცა, თუმცა ბატალიონი "აზოვი" და 36-ე საზღვაო ბრიგადა პოზიციებს ამ დრომდე ინარჩუნებენ. ქარხანას, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ათასამდე ბავშვი, ქალი და მოხუცია, ავიაციის გარდა ოკუპანტები ტანკებიდან და მძიმე არტილერიიდან ესვრიან.

დღის ამბები