გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია 5 პირი, მათ შორის არის მცირე წლოვანი ბავშვი, რომელიც იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე რჩება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.