01 ივლისი 2024,   22:46
ვრცლად
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვილნიუსში საქმიანი შეხვედრები გამართეს

ბალტიისპირეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვილნიუსში საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები გამართეს.

ლიეტუველ ტუროპერატორებთან გამართულ შეხვედრაზე, უწყების წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქართველოს Mice ტურისტული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ღონისძიებას ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ესტონელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. 

დღის ამბები