27 აპრილი 2024,   21:12
ვრცლად
არის თუ არა ე.წ. ჩანაწერები ავთენტური - კობახიძის თქმით, პასუხი კონკრეტულმა ტელევიზიამ უნდა გასცეს, თუმცა, მათ წყაროს გაჟღერება სერიოზულ უხერხულობას უქმნის

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც გამავრცელებლების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის და რუსული კომპანია Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარია ასახული.

კითხვაზე, არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური, კობახიძე პასუხობს, რომ ამაზე პასუხი იმ ტელევიზიამ უნდა გასცეს, რომელმაც ჩანაწერები გაავრცელა. 

"რაც შეეხება ავთენტურობას, ამასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით, შეგიძლიათ სხვანაირად მოიძიოთ ეს ინფორმაცია, მათ შორის, წყაროც არის თქვენთვის ცნობილი და შეგიძლიათ წყაროსაც ჰკითხოთ, თუ უხერხულობას არ შექმნის ეს ჩაკითხვა თქვენთვის, ანუ საიდან გახდა ეს ჩანაწერი ცნობილი კონკრეტული ტელევიზიისთვის. მე მათ ვეკითხები საიდან გახდა ცნობილი, ან ქართული მხრიდან უნდა ყოფილიყო, ან რუსული მხრიდან, ან აკერმანს უნდა ჩამოეტანა ბაკურიანში. პირველი გამორიცხულია. მეორე და მესამე ამ ტელევიზიას სერიოზულ უხერხულობას შეუქმნის, როგორც აკერმანის, ასევე რუსული ვერსია. ეს იქნება სერიოზული უხერხულობის შემცველი კონკრეტული ტელევიზიისთვის, რომელიც არის დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან". აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ამ ტელევიზიას უნდა ვკითხოთ, არის თუ ეს ჩანაწერი ავთენტური და ამისთვის მათ წყაროზე უნდა ისაუბრონ. მე მგონია რომ წყაროს გაჟღერება იქნება მათთვის სერიოზული უხერხულობის შექმნელი," - აღნიშნა კობახიძემ. 

 

 

დღის ამბები