01 ივლისი 2024,   22:49
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა და მათ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, მიმდინარე და სამომავლო რეფორმები, ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. ასევე, ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს შორის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

აღნიშნული გაერთიანება საქართველოში არსებული უმსხვილესი საერთაშორისო ბიზნეს პალატაა და მასში 200-ზე მეტი კომპანიაა გაწევრიანებული. ვიცე-პრემიერის განცხადებით, აშშ, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მრავალი მიმართულებით.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებაა ევროკავშირთან და აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება. მისი თქმით, 2021 წელს საქართველოსა და აშშ - ის შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 31%-ით და შეადგინა 830,6 მლნ. აშშ დოლარი. ამასთან, ექსპორტი 143%-ით გაიზარდა და 194,7 მლნ. აშშ დოლარი, იმპორტი კი 14%-ით გაიზარდა და 636,0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ვიცე-პრემიერის თქმით, აშშ - სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება იქნებოდა აშკარა გზავნილი აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის შესახებ ჩვენს რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებისა და ეკონომიკური განვითარების შემდგომი მხარდაჭერის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის საჭიროებების ჩათვლით.

დღის ამბები