03 მაისი 2024,   15:45
ვრცლად
"მადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს" - ლუკაშენკოს ცინიკური აღიარება

პუტინის მეგობარი ლუკაშენკო აღიარებს, რომ ბელარუსში დიქტატურაა. ამისთვის ის მადლობასაც კი იხდის, ქალაქ ჩეჩერსკში მოსახლეობასთან შეხვედრისას ბელარუსის პრეზიდენტმა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი გააკრიტიკა. თქვა, რომ ამ ქვეყნების მთავრობები მათ მოქალაქეებს ბელარუსში მარილის საყიდლადაც კი არ უშვებენ.

"ესაა მთელი დემოკრატია! მადლობა ღმერთს, დიქტატურა გვაქვს. ამ დიქტატურაში წესრიგია. დიქტატურა, რომ არ იყოს, შიშვლები ვიქნებოდით," - ამბობს ლუკაშენკო. 

დღის ამბები