ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 161 პირი, ხოლო გარდაიცვალა 3 ადამიანი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 655 170-ს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 7 287, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 617, PCR ტესტით - 1 670.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, პირველი მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 0,99%, ბოლო 14 დღის - 0,99%, ბოლო 7 დღის - 0,85%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 810 პირი ემსხვერპლა.