04 მაისი 2024,   20:29
ვრცლად
კრემლმა მოლდოვაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო - Times

Times- წერს, რომ კრემლმა მოლდოვაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთი ახალი ფრონტის გახსნას უკრაინის წინააღმდეგ მოლდოვადან შეეცდება- ინფორმაციას გამოცემა უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"გვჯერა, რომ კრემლმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვაზე თავდასხმის შესახებ. მოლდოვას ბედი გადამწყვეტია. თუ რუსები დაიწყებენ კონტროლის აღებას, ჩვენ ვიქნებით უფრო მარტივი სამიზნე სამხედრო თვალსაზრისით და უკრაინას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება,"- აცხადებს წყარო.

გავრცელებული ვერსიით, რუსეთმა შესაძლოა სცადოს მოლდოვაში შეჭრა 9 მაისის შემდეგ. ამ დღეს პუტინმა, შესაძლოა, გამოაცხადოს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა, რაც გამოიწვევს "დონბასის სცენარის" განვითარებას და პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას. წყაროს განმარტებით, მოლდოვაზე კონტროლის დამყარების შემთხვევაში, რუსული ჯარები დაიწყებენ გადაადგილებას ოდესის შავი ზღვის პორტის მიმართულებით.

დღის ამბები