04 მაისი 2024,   00:53
ვრცლად
ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში, იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა პირველ კვარტალში 14.4%-ია, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები.

"უფრო კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში  14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა - 10.6%, რაც ჯამში 14.4% გამოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა საზოგადოებას ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. ასე რომ, მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები