04 მაისი 2024,   03:24
ვრცლად
ერთის მხრივ, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინას, მეორეს მხრივ კი ჩვენ ვხედავთ ტურისტული მარშრუტების მზადებას - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის ხელისუფლება ორმაგი სტანდარტისთვის გააკრიტიკა. ზელენსკის განცხადებით, თურქეთი, ერთის მხრივ, მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს და მხარს უჭერს უკრაინას, მეორე მხრივ კი სპეციალურ მარშრუტებს ამზადებს რუსი ტურისტებისთვის.

"რუსულ ტურიზმს საბერძნეთისთვის ბევრი ფული მოაქვს უკვე მრავალი წელია. ვფიქრობ, ისინი ფულს შოულობენ სისხლით და შემდეგ ეს ფული გააქვთ. ასეთივე მდგომარეობაა თურქეთში, ერთის მხრივ, თურქეთი ასრულებს შუამავლის როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის გზით მხარს უჭერს უკრაინას, მეორე მხრივ კი ჩვენ ვხედავთ ტურისტული მარშრუტების მზადებას, სპეციალურად რუსული ტურიზმისთვის.

თუ თურქეთსა და უკრაინას სურთ, ჰქონდეთ მეგობრული ურთიერთობა, ამაზე საუბარი საჭიროა. მე, როგორც პრეზიდენტმა შემიძლია ვთქვა, რომ თუ ჩვენ გვსურს გვქონდეს მეგობრული ურთიერთობები, ასე შეუძლებელია. ამასთან ასე გამკლავება არ შეიძლება, ეს ორმაგი სტანდარტებია, არასამართლიანია. ვფიქრობ, ასე არ შეიძლება იყოს, უნდა გაკეთდეს არჩევანი სიმართლისთვის,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები