27 აპრილი 2024,   04:38
ვრცლად
კახეთში 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის ცხედარს მეზობლის ეზოში ეძებენ - ეჭვმიტანილი ასაკოვანი ქალია

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს თელავში, სოფელ შალაურში, სადაც ქალის ცხედარს ეძებენ. ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მეზობელმა მეზობელი მოკლა და საკუთარ ეზოში დამარხა.

68 წლის ქალი 2 წლის წინ დაიკარგა, ოჯახი მას ამ დრომდე ეძებდა. ექსპერტებმა ახლა დასახლებული ეზო უნდა გადათხარონ და ნახონ, რეალურია თუ არა ინფორმაცია, რომელიც დაკარგულის ოჯახს ასევე ერთ-ერთმა მეზობელმა მიაწოდა.

ეჭვმიტანილი, ასაკოვანი ქალი აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის და ის ცილისწამების მსხვერპლია. 

"რაღაცებს მაბრალებენ, ვითომ მზია მოვკალი. არაფერი ვიცი, აქაურობა უნდა შეამოწმონ, მართლა არაფერი ვიცი,"- აცხადებს ეჭვმიტანილი.

გარდაცვლილის შვილი ამბობს, რომ მისი დედის გაუჩინარების შემდეგ ეჭვმიტანილი უცნაურად იქცეოდა - მთელი დღის განმავლობაში, მეზობელი ქალის სახლიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა. 

ამავეს ჰყვებიან ადგილობრივებიც და აღნიშნავენ, რომ გარდა მუსიკისა, ასაკოვანი ქალის სახლიდან კაკუნის ხმაც ისმოდა. 

არსებობს ვერსია, რომ ეჭვიმტანელმა მსხვერპლი ფულის გამო მოკლა.

ნახეთ, ასევე : 3 დღე მყავდა დამწყვდეულიო... ეზოში კაკალი მიდგას და იქ დავმარხეო - კახეთში გაუჩინარებული ქალის შვილი დედის მკვლელობაში ეჭვმიტანილზე

 

 

დღის ამბები