28 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია - ნედ პრაისი

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მოლდოვასა და საქართველოს შესახებ "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის დავით ნიკურაძის შეკითხვებს უპასუხა.

ნედ პრაისი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რომ ამერიკული მხარე საელჩოს მეშვეობით, ყოველთვის კავშირზეა რეგიონის პარტნიორებთან და მხარდაჭერას განაგრძობს.

პრაისი ამბობს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები მიუღებელია.

"საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ ერთგული ვართ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს ერთგულება მრავალი გზით ვაჩვენეთ. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას.

ყოველთვის კავშირზე ვართ ჩვენი საელჩოს, დეპარტამენტის მეშვეობით რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. ეს, რა თქმა უნდა, მოიცავს ჩვენს კოლეგებთან ურთიერთობებს თბილისშიც. ეს დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინს შესაძლოა ჰქონდეს რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის მისწრაფებები. ვფიქრობ, ჩვენ პასუხად ვაჩვენებთ, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ამ ტიპის ქმედებებს არ დავუშვებთ," - ამბობს ნედ პრაისი.

დღის ამბები