15 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
გაერო აზოვსტალის ქარხანაზე რუსეთის თავდასხმებს გმობს

გაერო გმობს აზოვსტალის ქარხანაზე რუსეთის თავდასხმებს. გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციას საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მასში მონაწილეობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც. ამ ეტაპზე გაეროში დეტალების გასაჯაროვებისგან თავს იკავებენ.

"ჩვენ ვგმობთ ყველა თავდასხმას, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. მე არ ვაპირებ ამ ეტაპზე დეტალებში შევიდე შემდგომი სამოქალაქო ევაკუაციის ოპერაციების ან დისკუსიების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს. ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვიცით ამ ვითარების დელიკატურობა.

ამ ეტაპზე ვესაუბრე ჩვენს კოლეგებს ადგილზე. მიმდინარეობს დისკუსიები უკრაინულ და რუსულ ხელისუფლებასთან და, რა თქმა უნდა, ყოველთვის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობით. ეს დისკუსიები მოიცავს მარიუპოლის ტერიტორიას. როგორც კი რამე გვექნება, საიმედო ამას გაგიზიარებთ," - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა სტეფან დუჯარიკმა.

დღის ამბები