07 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ადვოკატებმა გირაოს შუამდგომლობა დააყენეს.

მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა. საქმე ეხება რამდნიმე თვის წინ მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ყოფილი პრეზიდენტის სიძე დააკავეს.

პროკურორი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იოსებ ყიფშიძის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს.

დღის ამბები