04 ივლისი 2024,   00:49
ვრცლად
აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ახალი პლატფორმა შეიქმნა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ახალი პლატფორმა შეიქმნა. პორტალი სამი მოდულისაგან შედგება, რომელიც ვაჭრობის ანალიზის პროცესის სხვადასხვა ფაზას შეესაბამება - დღეს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ონლაინ პლატფორმა განკუთვნილია ქართული ბიზნეს სექტორისთვის. იგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც მიზნად ისახავს 380 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საქართველოს არარეალიზებული საექსპორტო პოტენციალის ამოქმედებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროკავშირში. 

დღის ამბები