22 ნოემბერი 2024,   16:14
ვრცლად
ინდოეთში, რელიგიურ დღესასწაულზე ჭყლეტისას ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა - დაღუპულებს შორის 108 ქალი და 7 ბავშვია

121 დაღუპული და ათობით დაშავებული - სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილები და დაშავებულები უტარ-პრადეშის ჰოსპიტალში მანქანებით გადაჰყავთ. ინდოეთში, ათეულობით ადამიანი რელიგიურ დღესასწაულზე ჭყლეტისას გარდაიცვალა.

შტატის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის ბრიგადებმა, ცხედრები ინდუისტური რელიგიური შეკრების ადგილიდან ამოასვენეს.

ინდოეთის დედაქალაქიდან, ნიუ დელიდან ორასი კილომეტრის მოშორებით, უტარ-პრადეში მდებარე რელიგიური შეკრების ადგილას, ჭყლეტა რიტუალის შესრულებისას ხალხის მასების უკონტროლო მოძრაობამ გამოიწვია. ფაქტს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. ჟანდარმერიის ანგარიშში წერია, რომ საკულტო ადგილზე, რომელიც 50 000 ადამიანს იტევს, ტრაგედიის დროს 250 000 ადამიანი იმყოფებოდა.

ათეულობით დაშავებულის გადარჩენას, ექიმები საავადმყოფოებში ამ დრომდე ცდილობენ. ირკვევა, რომ ჭყლეტას უმეტესად ბავშვები და ქალები ემსხვერპლნენ. პოლიცია ტრაგედიის მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ წვიმის შემდეგ სველ ზედაპირზე შიშველი ფეხით გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ამ დროისთვის, 108 ქალი და 7 ბავშვია გარდაცვლილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რელიგიური შეკრების ორგანიზატორი გურუ წარულში, მრავალი წლის განმავლობაში, პოლიციის თანამშრომელი იყო. ადგილობრივი სამართალდამცველები რელიგიური ლიდერის პასუხისმგებლების საკითხსაც განიხილავენ. ერთ-ერთი ვერსიით, გურუმ საკუთარი მიმდევრები საკულტო რიტუალის შემდეგ მიატოვა, რამაც ხალხის მასების უკონტროლო გადაადგილება გამოიწვია. თვითმხილველების ინფორმაციით, ჭყლეტა მაშინ მოხდა, როდესაც ეგზალტირებული მასა იმ ადგილიდან ცდილობდა მიწის აღებას, სადაც მათი გურუს ავტომობილი იდგა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე 

 

დღის ამბები