06 ივლისი 2024,   14:42
ვრცლად
გერმანიის ქალაქ გელზენკირხენს, ტეილორ სვიფტის პატივსაცემად, დროებით სახელს გადაარქმევენ

გერმანიის ქალაქ გელზენკირხენს, ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის პატივსაცემად, დროებით სახელს გადაარქმევენ. ინფორმაციას spiegel-ი ავრცელებს.

რამდენიმე კვირის წინ, ადგილობრივმა სკოლის მოსწავლემ შექმნა პეტიცია, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი მომღერლის ვიზიტის განმავლობაში, ქალაქს "სვიფტკირხენი" უნდა დაერქვას. იდეა ქალაქის მერს მოეწონა.

შესაბამისად, ქალაქის ცენტრში და პოპულარულ ადგილებში, ახალი სახელწოდების ნიშნები და აბრები დამონტაჟდება.

კონცერტი Eras Tour-ის ფარგლებში გაიმართება, რომლითაც მომღერალი, ადრე ედინბურგში იმყოფებოდა.

დღის ამბები