06 ივლისი 2024,   14:25
ვრცლად
ისრაელის იერიშის შედეგად, ლიბანში "ჰეზბოლას" მაღალჩინოსანი მოკვდა

ისრაელის იერიშის შედეგად, ლიბანში "ჰესბოლას" მაღალჩინოსანი, მუჰამედ ნიმაჰ ნასერი მოკვდა. გარდაცვალების ფაქტი "ჰესბოლამ" უკვე დაადასტურა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ჰეზბოლას" განცხადებით, "მკვლელობის საპასუხოდ", ისრაელის სახმელეთო პოზიციებს 100 რაკეტა ესროლა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ნასერი ქვედანაყოფს ხელმძღვანელობა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ლიბანიდან სარაკეტო იერიშების განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი და "არაერთ ტერორისტულ თავდასხმას ხელმძღვანელობა".

დღის ამბები