06 ივლისი 2024,   11:22
ვრცლად
ბორჯღალოსნები ფიჯის წინააღმდეგ - ბათუმის არენაზე, ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება

ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩი, კარგად ნაცნობი მეტოქე და ამბიცია, რომ "ბორჯღალოსნებს" ყველას დამარცხება შეუძლიათ. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 5 ივლისს ბათუმის არენაზე ფიჯის დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

"ბორჯღალოსნებმა" მოსამზადებელი ეტაპი ქუთაისში გაიარეს, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა განაცხადი დაასახელა. მეტოქეს პირველივე წუთებიდან თედო აბჟანდაძე შეუტევს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში მატჩს, სექტემბრის შემდეგ პირველად დაიწყებს.

საქართველოს ნაკრები, აქამდე ფიჯის 7-ჯერ დაუპირისპირდა და გამარჯვება მხოლოდ ერთხელ შეძლო, ერთი მატჩი კი - ფრედ დასრულდა. ფიჯი მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა, საქართველოს ნაკრები კი - მე-13 პოზიციას იკავებს. გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები მე-12 ადგილოსან იაპონიას გადაუსწრებენ.

ფიჯისთან მატჩის გარდა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის ტესტებზე კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნები" 13 ივლისს იაპონიას, 20 ივლისს კი ავსტრალიას დაუპირისპირდებიან. ორივე მატჩი სიდნეიში გაიმართება.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი. 

დღის ამბები