03 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
9 მაისს რუსეთის ჯარებს უკრაინის ქალაქების დაბომბვა არც ერთი წამით შეუჩერებიათ - ომის 73-ე დღის ქრონიკა

9 მაისს უკრაინა რუსეთის მხრიდან დედაქალაქში არაერთ პროვოკაციას ელოდებოდა, ამიტომ კიევის მთავარ გამზირზე მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკი გამოჩნდა.

პრეზიდენტმა თავის მიმართვაში კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინა მალე გაიმარჯვებს.

რუსეთის ჯარებს უკრაინის ქალაქების დაბომბვა არც ერთი წამით შეუჩერებია. ომის 75-ე დღეს იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკზე. თავდასხმას ოთხი ადამიანი შეეწირა, არიან დაშავებულებიც.

3 ადამიანის ცხედარი იპოვეს კიევის ოლქში, მაკაროვაში. გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ცხედრებს თავის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობები აქვთ. ღამით რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს დნეპროპეტროვსკისა და ლუგანსკის ოლქებშიც

სოფელ ბელოგოროვკაში კი, დაბომბილი სკოლის ნანგრევებში 60 ადამიანი რჩება, მიზეზი რუსეთის მხრიდან უწყვეტი თავდასხმებია.

მტერი მშვიდობიან მოსახლეობაზე შეტევას განაგრძობს. დაიბომბა კრამატორსკი. საჰაერო იერიშმა დააზიანა 15-ზე მეტი სახლი, საცხოვრებელი კორპუსი, კულტურული დაწესებულება, მაღაზია და ინფრასტრუქტურა. დაშავდა რამდენიმე პირი. ნიკოლაევში კი უკრაინულმა არმიამ რუსეთის სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. 

ალექს არისტოვიჩი რუსეთის არმიის მიერ უკრაინელი ხალხის მიზანმიმართულ გენოციდზე საუბრობს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ამბობს, რომ 4 ახალი ბუჩა არსებობს, ორი ზაპოროჟიეს, ორი კი ხერსონის მიმართულებით, სადაც რუსმა ოკუპანტებმა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს.

საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, უკრაინის გენერალური პროკურატურა და ეროვნული პოლიცია ომის დანაშაულის გამოძიების პროცესს განაგრძობენ. ამ მომენტისთვის გამოვლენილია 1 100 სამხედრო მოსამსახურის მონაცემი, 6 000 პირის გამოკვლევა კი გრძელდება. 

დღის ამბები